თეგებით ძიება

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ძმა მოკლეს - "ლაგუნა ვერესთან" მოკლული ორივე ბიზნესმენი იდენტიფიცირებულია

თბილისში, "ლაგუნა ვერესთან" ე.წ. ქურდული გარჩევის დროს მოკლული ბიზნესმენების ვინაობა ცნობილია. "მთავარი არხის" ექსკლუზიური ინფორმაციით, მოკლულია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას ძმა, კონსტანტინე ქობულია და ასევე, ვახტანგ გურგენიძე.

ტელეკომპანიის ცნობით, "ლაგუნა ვერეს" შემოგარენში მდებარე ერთ-ერთ ოფიში შეკრება იყო, სადაც დაპირისპირებული მხარეები სკაიპით თურქეთში მყოფ ორ ე.წ კანონიერ ქურდს ლევან მარღიასა და ირაკლი ყალიჩავას ესაუბრებოდნენ.

კრიმინალურ ავტორიტეტებს ბიზნესმენსა და სავარაუდოდ, ამავე წრეში გავლენიან დავით შენგელიას შორის არსებული დაპირისპირება უნდა გადაეწყვიტათ. დავა კი "ლაგუნა ვერეს" მიმდებარედ არსებულ ბიზნესმენის კუთვნილ ტერიტორიაზე იყო. ქურდების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ბიზნესმენისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და იქ მყოფ პირებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

საპასუხო ცეცხლი გახსნეს ქურდებისა და შენგელიას მეგობარებმა, მათ შორის ხვიჩა ცხაკაიამ და გურგენიძე და კონსტანტინე ქობულია მოკლეს. დაჭრილია თავად ცხაკაიაც და კიდევ რამდენიმე პირი. მათი ნაწილი ადგილიდან მიიმალა და მათ სამართალდამცვეელბი ამ დრომდე ეძებენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა