თეგებით ძიება

"მერე იტყვიან, როგორც იცლის ჩვენთვის ზელენსკიო. იცლის კი არა, ჯარი აქ არ გამოუშვას ღარიბაშვილის შემხედვარემ" - ამირან ღავთაძე

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ამირან ღავთაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უკრაინასთან მიმართებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და წერს:

"ამ კაცს ვინმემ მიკროფონი გამოურთეთ, რაა.
მერე იტყვიან, როგორც იცლის ჩვენთვის ზელენსკიო. იცლის კი არა ჯარი აქ არ გამოუშვას ამის შემხედვარემ", - წერს ამირან ღავთაძე.

"მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვსაუბრობდი, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის", - განაცხადა ღარიბაშვილმა უკრაინის ომის თემაზე საუბრისას დღეს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა. რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, მილიონობით კი ლტოლვილად იქცა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა