თეგებით ძიება

ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვსაუბრობდი, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა - პრემიერი

მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვსაუბრობდი, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა უკრაინას და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ უკრაინაში 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გაგზავნეს.

„რაც დღეს უკრაინაში ხდება, ჩვენთვის ყველასთვის, უაღრესად შემაშფოთებელია. 4 ათასზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი არის განადგურებული, ქალაქები მიწასთან არის გასწორებული, ათასობით სამოქალაქო პირი შეეწირა ამ ომს და დღემდე გრძელდება ეს ტრაგიკული მოვლენები. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე, ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და ამ ომით დაისჯებოდა, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის. ხედავთ, რომ დღეს უკრაინაში რუსეთის მიერ მთელი რიგი ტერიტორიები უკვე არის ოკუპირებული. ხედავთ, რომ ეს პროცესი გრძელდება და სამწუხაროდ და საუბედუროდ, ამის შემჩერებელი ჯერჯერობით არავინ არის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა. რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, მილიონობით კი ლტოლვილად იქცა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა