თეგებით ძიება

"ლაგუნა ვერესთან" მომხდარი მკვლელობა გახსნილია - ცნობილია, ვინ არიან დაკავებულები

თბილისში ლაგუნა ვერასთან მომხდარი მკვლელობა გახსნილია, სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, კოსტავას ქუჩის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ ორგანიზაციაში სიტყვიერი კამათი დაიწყო დაახლოებით 20-მდე პირს შორის. მოგვიანებით, კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორივე მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა მოჰყვა.

პოლიციამ 1987 წელს დაბადებული კ. მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებულია 1971 წელს დაბადებული გ.ქ., ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული არიან: წარსულში ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული გ. გ., 1991 წელს დაბადებული გ.ა. და წარსულში ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული გ. პ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დაკავების ღონისძიებებს.

ჩატარებული გამოძიებით, ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 2 აპრილს თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარედ განთავსებულ ერთ-ერთ ორგანიზაციაში დაახლოებით 20-მდე პირს შორის სიტყვიერი კამათი წარმოიშვა. მოგვიანებით, კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორივე მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა მოჰყვა.

ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა 1971 წელს დაბადებული კ.ქ., ხოლო შემთხვევის ადგილის მიმდებარედ გარდაიცვალა კიდევ ერთი პირი - 1970 წელს დაბადებული ვ.გ.

დაპირისპირების დროს სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ოთხმა პირმა: 1989 წელს დაბადებულმა ო.ბ.-მ, 1971 წელს დაბადებულმა დ.ც.-მ, 1962 წელს დაბადებულმა ხ.ც.-მ, 1989 წელს დაბადებულმა მ.მ.-მ. ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.
ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, განზრახ მკვლელობის, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 108-ე მუხლით, 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ პუნქტით და სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა