"ორი ახალი კოვიდ ვარიანტი წამოვიდა ერთდროულად" - გიორგი ფხაკაძე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის ინფორმაციით, კორონავირუსის კიდევ 2 ახალი ვარიანტი გაჩნდა.
"ორი ახალი კოვიდ ვარიანტი წამოვიდა ერთდროულად აზიიდან და ევროპიდან. ძველებიც არსად წასულან. ევროპული, ბრიტანეთში გაჩნდა სახელად XE და აზიური ჩინეთში, შანხაის მახლობლად სახელად BA.1.1
როგორც გითხარით ადრე, საქართველოში შეირგეთ აპრილი/მაისი და რა თქმა უნდა, აღდგომა იქნება კოვიდის კუთხით უსაფრთხო. ვინც გეგმავთ საქართველოში ჩამოსვლას, აღდგომაზე ყველაზე უსაფრთხო დრო იქნება. და მერე მოემზადეთ ივნის/ივლისის კოვიდ აფეთქებისთვის.
ჯანმრთელობას გისურვებთ…", - წერს ფხაკაძე. #drpkhakadze