თეგებით ძიება

ტრაგედია კახეთში - 3 წლის ბავშვმა შემთხვევით ფსიქოტროპული წამალი დალია და გარდაიცვალა

კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში, უბედური შემთხვევა მოხდა. 3 წლის ბავშვმა თამაშის დროს შემთხვევით ბებიის წამალი დალია და გარდაიცვალა.

ბიჭმა 6 წლის დასთან ერთად თამაშის დროს ფსიქოტროპული საშუალება მიიღო. მცირეწლოვანი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც ცნობილია, ბავშვები ბებიასთან იზრდებოდნენ, რადგან დედ-მამას მშობლის უფლება შეზღუდული ჰქონდათ. ახლობლის თქმით, ბებია ძალიან ყურადღებიანი იყო შვილიშვილების მიმართ, მეზობლებმა კი მას ბავშვის დატირების საშუალება არ მისცეს.

ბიჭის მცირეწლოვან დასთან და ბებიასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა