პირველად ბოლო ორ წელში - საქართველოში კოვიდით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირდა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 324 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 721 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 650 708-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 629 987 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 765 პაციენტი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,43%, ბოლო 14 დღის - 2,32%, ბოლო 7 დღის - 1,9%.