თეგებით ძიება
07. 04. 2022 COVID - 19

როდის გამოიდარებს საქართელოში - უახლესი პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8-9 აპრილს საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსი იქნება.

10-11 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 8 აპრილს იწვიმებს. 9-11 აპრილს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 8-10 აპრილს +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 11 აპრილს +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს. 9 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა