თეგებით ძიება

"საქართველო დადგა ისტორიის სწორ მხარეს!" - ელისო კილაძე

ჟურნალისტი, ელისო კილაძე რუსეთისთვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობის შეჩერების საკითხს, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"რუსეთს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერდა.
კენჭისყრაზე, რუსეთისთვის წევრობის შეწყვეტას მხარი 98-მა ქვეყანამ დაუჭირა, 24-მა საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა, ხოლო 58-მა თავი შეიკავა.
საქართველო დადგა ისტორიის სწორ მხარეს", - წერს კილაძე.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა.

რუსეთის წევრობის შეჩერებას მხარი 93-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი - 24 წავიდა, თავი კი 58-მა ქვეყანამ შეიკავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა