თეგებით ძიება

"ჯერ ვენები გადაიჭრა საწყალმა, მერე მეცამეტედან, ან სახურავიდან გადმოეშვა" - ტრაგედია თბილისში

სოციალური ქსელის მომხმარებელი, გიორგი მგალობლიშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ახალგაზრდამ ლუდომანიის გამო გადაწყვიტა თვითმკვლელობა და კორპუსიდან გადმოხტა და კომენტარებში დასძენს, გარდაცვლილი მისი საცხოვრებელი კორპუსის გვერდით ცხოვრობდა და ფაქტს თავად შეესწრო.

"ჯერ ვენები გადაიჭრა საწყალმა, მერე მეცამეტედან (ან სახურავიდან, არ იციან ჯერ) გადმოეშვა; როგორც ბომბის ჩამოვარდნას, ისეთი ხმა ქონდა დაცემისას...
მიზეზი? არც ეგაა ჯერ გარკვეული...
30-35 წლამდე ახალგაზრდა, როგორც ამბობენ, თამაში (კაზინო, სლოტები) უყვარდა...
ჰოდა, მიზეზის დადგენამდე და მერეც:
- ვინც ეს სულთამძარცველი, ადამიანების ცხოვრების დამანგრეველი თამაშები მოიგონა, მფარველობს, არეკლამებს და ხელს უწყობს განვითარებაში, აი იმათ რასაც ვაგინებ ხოლმე კი იცით, (არ მინდა დღეს ავმყრალდე) და მინდა გითხრათ, რომ იმ უამრავ გაუბედურებულ, სულელ და უნებისყოფო თვითმკვლელზე მეტად, გაცილებით მეტად მოგეკითხებათ, ადრე თუ გვიან!!!" - წერს მგალობლიშვილი

~


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა