ჟურნალისტისა და ოპერატორის ცემის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტის და ოპერატორის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
დაკავებულებიდან ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელია. ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.