თეგებით ძიება

"არ დამიცვეს, 10 წლის უსუსური ბავშვი გამწირეს..." - ძალადობა არასრულწლოვანზე

ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფეისბუქ გვერდზე "დამიცავი, პატარა ვარ" მორიგი ისტორია ვრცელდება:

"გამარჯობა. პირველად ვყვები ამ ისტორიას.
10 წლის ვიყავი, ფორტეპიანოზე ვუკრავდი და გაკვეთილის შემდეგ ავტობუსში ავედი. ვიჯექი და ნოტებს ვკითხულობდი, ვიმეორებდი. ისე ვიყავი ჩართული, ვერც გავიგე, როგორ მომიჯდა 50 წელს გადაცილებული კაცი.

საუბარი დავიწყეთ. ვაა, ნოტებს კითხულობ, რა მაგარი გოგო ხარ, კარგი თაობა ხართო და ასე ქება-ქებით მესაუბრა, რაც როგორც ბავშვს, ძალიან მსიამოვნებდა. პარალელურად, სასქესო ორგანოზე მეფერებოდა. მაშინ მეგონა, რომ ეს სითბოს გამოხატვა იყო და მე, როგორც ნოტების მცნობი ბავშვი, ამას ნამდვილად ვიმსახურებდი. შემდეგ ისე ძალიან მომიჭირა, ტკივილისგან ვიკივლე კიდეც. ირგვლივ ხალხი იყო, ბევრმა დაინახა, ბევრს ესმოდა და ბევრმაც გაიგო. არაფერი თქვეს, არაადამიანებმა. არ დამიცვეს, 10 წლის უსუსური ბავშვი გამწირეს. ავტობუსში არასდროს აღარ ვჯდები, ვეღარ, უფრო სწორად.
ნოტებს ვეღარ ვცნობ…".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა