თეგებით ძიება

"მსოფლიომ ეს ომი უნამუსოდ და სამარცხვონოდ წააგო" - ნათია ჩხეტიანი რუსეთ-უკრაინის ომზე

ადვოკატი, ნათია ჩხეტიანი რუსეთ-უკრაინის ომის საკითხს ეხმაურება და წერს, რომ მსოფლიომ ეს ომი წააგო.

"ჩვენ ყველანი ნაძირლები ვართ.
მსოფლიომ ეს ომი უნამუსოდ და სამარცხვონოდ წააგო.
ნაძირლები კი იმიტომ ვართ, რომ ომის თავიდან აცილება ვერ შევძელით, როდესაც ტანკი აგრუხუნდება და ჭურვი ჩამოვარდება, იქ მხოლოდ ერთი რამისთვის უნდა იყო მზად-სიკვდილისთვის!", - წერს ნათია ჩხეტიანი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი დევნილად და ლტოლვილად იქცა. რაშისტები არ ინდობენ ქალებს და ბავშვებს, მათ აუპატიურებენ, აწამებენ და ხვრეტენ.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა