რუსთავში 35 წლის ქალი სამმა კაცმა გააუპატიურა
სამი დღის წინ, გვიან ღამით 35 წლამდე ქალი ფონიჭალა-რუსთავის გზატკეცილზე, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სამმა კაცმა ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვეს და მდინარე მტკვრის სანაპიროზე სამშენებლო მასალის მოსაპოვებელ კარიერთან მიიყვანეს სადაც გააუპატიურეს.
ახალგაზრდა ქალმა ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შემდეგ გაქცევა მოახერხა და ფაქტის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს აცნობა. პოლიციელებმა ოთხივე პირი დააკავეს.
დაკავებულების სასამართლო პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაიმართა და მოსამართლემ ოთხივეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.