12 ტომიანი საქმე და ქართველი ბიზნესმენების განგსტერული გარჩევის ვიდეოკადრები - რა მოხდა ვერაზე (დეტალები)
მოპოვებულია ქართველი ბიზნესმენების განგსტერული გარჩევის ვიდეოკადრები - "ნოდარ მელაძის შაბათი" თბილისში, "ლაგუნა ვერესთან" დაგეგმილი ე.წ მაფიოზური გარჩევის პირველი კადრებს ასაჯაროებს.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ბიზნესმენებმა შეკრება სატრანსპორტო კომპანია „თბილისის" ოფისში 2 აპრილს, 20:44 საათზე დაიწყეს. ზუსტად 33 წუთში ამ შენობის მეოთხე სართულზე ე.წ. ბიზნესმენებს შორის გარჩევა 5 ადამიანის დაჭრით და 2-ის მკვლელობით დასრულდა.
“შაბათის ეთერმა" ბოლო დორის ყველაზე გახმაურებული საქმის ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერების გაშიფვრის შედეგად, ე.წ. მაფიოზური გარჩევის ეპიცენტრში მყოფი პირების ვინაობის დადგენა შეძლო.
ირკვევა, რომ შაბათს, 2 აპრილს, ნიკოლოზ გოცირიძის ქუჩაზე მდებარე ჩიხში მოძრაობა მოულოდნელად გადაიკეტა - 20 საათსა და 44 წუთზე აქ რამდენიმე ავტომობილი ერთდროულად გამოჩნდა - პირველი, ვინც შემთხვევის ადგილზე მივიდა, მარლენ, იგივე „მანჩო“ მეტონიძის ავტომობილი იყო.
მასთან ერთად გარჩევაზე ხალხით სავსე კიდევ ხუთი ჯიპი მივიდა. ამ ყველაფერს საკუთარი თვალით უყურებდა კომპანია „ჯივიპის" უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი, ისინი შესვენებაზე შენობის გარეთ იყნენ გამოსულები.
ე.წ. ბიზნესმენ მარლენ მანჩო მეტონიძის ავტომობილი ავტოკოლონის თავში გაჩერდა, მის უკან დადგა მეტონიძის პირადი დაცვის თანამშრომლების მანქანაც. გარჩევაზე მისული მეტონიძე საჭესთან იმ დღეს თავად იჯდა. მის ავტომობილში იმყოფებოდა ზუგდიდელი "კრიმინალური ავტორიტეტი" ხვიჩა ცხაკაიაც და სავარაუდოდ მისი ნახევარძმა გიორგი ალთუნაშვილიც. პირველი, ვინც შენობაში შევიდა, ცხაკაია, მეტონიძე და მისი დაცვის თანამშრომლები იყვნენ. ირკვევა, რომ მარლენ მეტონიძე რომლიც ე.წ. კრიმინალურ გარჩევაზე აღნიშნულ შენობაში დაიბარეს, იქ 17 ადამიანთან ერთად მივიდა. მათ შორის იყვნენ, ე.წ. ძველი ბიჭი ძმები ვასილ და დავით მიქაძეები. ისინი მეტონიძის დაჯგუფებას "ლაგუნა ვერესთან“ ბენინგასამართ სადგურთან შეხვდნენ. მიქაძეც პირად დაცვასთან ერთად გადაადგილდებოდა. კადრებში ჩანს, რომ ავტომობილიდან მიქაძესთან ერთად, მისი პირადი დაცვის წევრი გიორგი პეტრუშენკო ჩანთით ხელში გადმოდის. მოგვიანებით ჩხრეკისას გაირკვა რომ მას ჩანთა ცეცხლსასროლი იარაღებით ჰქონდა სავსე.
ე.წ. გარჩევაზე მივიდა გიორგი გელოვანიც. ხილიანზე მცხოვრები „ტყუპის “სახლით ცნობილი ძმებიდან ერთ- ერთი. გელოვანები ახლა სამშენებლო ბიზნესში არიან. გელოვანი ერთ-ერთია, ვინც ორმხრივი სროლის დროს მეოთხე სართულიდან გადმოხტა. ჯერ ავტომობილის თავზე დავარდა შემდეგ კი შემთხვევის ადგილი დატოვა. ახლა გელოვანი ამ საქმეზე დაკავებულ 5 ბრალდებულს შორისაა.
ე.წ. მაფიოზური გარჩევის მონაწილე იყო კომპანია „შპს ბაკშტეინ ჯორჯიას“ მფლობელი ოთარ რუხაძეც. ის ადგილზე საკუთარი ავტომობილით, შეიარაღებულ პირადი დაცვის წევრებთან - ლომინ გერაძესთან და დავით ცისკარიშვილთან ერთად მივიდა. ისიც ე.წ. მაფიოზური გარჩევის უშუალო მონაწილე იყო.ამ გარჩევის შემდეგ რუხაძე გაუჩინარებულია.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ე.წ. განგსტერი ბიზნესმენების შეკრების წუთიდან „ლაგუნა ვერესთან“ იმყოფებოდა რაგბის კავშირის გამგეობის წევრი აკაკი დავითულიანიც. მის გადაადგილებას კამერები ზუსტად 20 საათსა და 44 წუთზე აფიქსირებს. დავითულიანი მოტოციკლით გადაადგილდებოდა. ის "შაბათის ეთერთან" ირწმუენბა, რომ გარჩევის შესახებ არაფერი იცოდა და იქ მისვლა ბიზნესზე სალაპარაკოდ თავად მარლენ მეტონძიემ თხოვა.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, როლები ე.წ. მაფიოზურ გარჩევის დროს ასე გადანაწილდა - კომპანია „თბილისის“ ოფისში მარლენ მეტონიძის 17 კაციანი კლანიდან მხოლოდ ნაწილი ავიდა - ესენი იყვნენ: თავად მარლენ (მანჩო) მეტონიძე,მისი ძმა გიორგი ალთუნაშვილი, მისი დაცვის ორი წევრი, გიორგი ასლანიშვილი და კობა მეტრეველი, "კრიმინალური ავტორიტეტი" ხვიჩა ცხაკაია, ე.წ. ძველი ბიჭები ვასილ და დავით მიქაძეები, ანდრო ბერიძე,ოთარ რუხაძე და გიორგი გელოვანი. კომპანია "თბილისის" ოფისში ოფიციალური ინფორმაციით მას სამი კაცი დხვდა. ესენი იყვნენ: ვახტანგ გურგენიძე, კოკა კონსტანტინე ქობულია და ოფისის მფლობელი გიორგი ქველიაშვილი."შაბათის ეთერის" ინფორმაციით, კომპანია "თბილისის" ოფისში გარჩევა ბიზნეს წილების გამო დაიგეგმა. ერთ-ერთი ვერსიით, მარლენ მეტონიძე და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ძმა, კოკა ქობულია წლების განმავლობაში ბიზნეს პარტნიორები იყვნენ. სამშენებლო ბიზნესთან ერთად, მათ ე.წ. ქოლცენტრების ბიზნესიც ჰქონდათ.
გვრცელებული ინფორმაცით, მათ შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ქოლცენტრების ბიზნესიდან რამდენმე მილიონი გაქარა.
მეტონიძეს ეჭვი ჰქონდა, რომ თანხა ქობულიამ მიითვისა და ფულის უკან დასაბრუნებლად დროც მისცა. პირობა ქობულიამ არ შეასრულა და საქმე კრიმინალურ გარჩევამდე მივიდა. ერთმანეთთან რომ ქობულიას და მეტონიძეს კონფლიქტი ბიზნესის გამო ჰქონდათ, ამას გარჩევის ფიგურანტების მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებიც ადასტურებს.
გარჩევა რომ წინასწარ დაგეგმილი და კარგად ორგანიზებეული იყო, ამას კიდევ ერთი გარემოება ადასტურებს - "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, 2 აპრილს მეტონიძის კლანის წევრებმა მზადება დილიდან დაიწყეს - ერთმანეთს თავადაპირველად ისინი მოსეშვილზე ბარში შეხვდნენ. იქ იმყოფებოდა ზუგდიდიდან საგანგებოდ ჩამოსული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ხვიჩა ცხაკაიაც.
მეტონიძეს ამ დროს მობილურზე კოკა ქობულიამ დაურეკა. შეხვედრა მეტონიძის კლანის მტკიცებით, თავდაპირველად რედისონში უნდა გამართულიყო, თუმცა საბოლოოდ, ბიზნესწილების გამო დაწყებული შეხვედრის ადგილად კომპანია „თბილისის „ ოფისი შეარჩიეს.
გარჩევაში მონაწილეობისთვის ემზადებოდა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დავით მიქაძეც. ამას გამოძიებას მისი დაცვის წევრი უდასტურებს.
კიდევ ერთი გარემოება, რომლიც ადასტურებს, რომ მარლენ მეტონიძე ქობულაისთან შეხვედრის დროს შეიარაღებულ დაპირისპირებას ელოდა ჯავშანჟილეტია. ირკვევა, რომ ყოფილ ბიზნესპარტნიორთან შეხვედრამდე მეტონიძემ კლანის წევრებთან ერთად ხილიანზე საცხოვრებელ სახლშ გაიარა, ჯავშანჟილეტი აიღო და შეხვედრაზე წავიდა.
წინასწარ დაგეგმილი შეირაღებული დაპირისპირებისთვის როგორც ჩანს ემზადებოდა ქობულიას მხარეც. დადასტურებულია, რომ მეტონიძის დაჯგუფებას შეხვდრის მონაწილეები შეიარაღებულებიელოდებოდნენ. მოზმადებული იყო ოფისიც. იქ სავარაუდოდ, სისხლის კვალის დასაფარად ოფისის იატაკზე "ცელოფნები" ჰქონდათ დაფარებულები.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, გარჩევა ამ შნობაში 30 წუთის განმავლობაში გაგრძელდა - დაპიპირებული მხარეები ჩვენების მხიედვით ჯერ ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებდნენ, აყენდებენენ. ამ დროს კი შენობის გარეთ მეტონიძის კლანის წევრები შეხვედრის დასრულაბს ელოდებონდნე.
სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილზე ბოლო წუთამდე რჩება აკაკი დავითულიანიც, ის ჯერ საკუთრ მოტოციკლთან რამდენმე პირთან ერთად დგას და საუბრობს. რამდნმე წუთში კი ლაპარაკს ავტომობილში აგრძელებს. კადრებით დგინდება, რომ სროლის შესახებ, ინფორმაცია აკაკი დავითულიანს და მანქანაში მყოფებსაც ერთ-ერთმა პირმა მიაწოდა.
დავითუილიანთან ერთად ამ დროს მანქანიდან ყველა პირი გადმოდის, მეტონძის დაჯგუფების წერვრების ნაწილი შენობაში ადის, ნაიწლი კი მოვლენების განვითრებას ისევ ეზოში ელოდება.
მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ვითარება გოცირიძის ქუჩაზე უკონტროლო ზუსტად 21:17 საათზე ხდება - ამ დროს შენობის მეოთხე სართულზე უკვე ორმხრივი სროლაა, არან გარდაცვლილები და დაჭრილები.
სროლის ხმა ისმის შენეობის გარეთაც. დაჭრილების ნაწილი შენობას ფანჯრიდან ტოვებს, ნაწილი კი ცენტრალური კარიდან.
ვიდეო სათალთვალო კამერების ჩანაწერით დგინდება, რომ შეირაღებული დაპირისპირებიდან 2 წუთში დაჭრილი მარლენ მეტონიძე დაცვის წევრებს შენობიდან გამოყავთ. მას ჭრილობა საჯდომის არეში მიაყენეს. დაცვის წევრებთან და ზუგდიდელ "კრიმინალურ ავტორიტეტთან" ერთად, მისი ავტომობილი ტერიტორიიდან სწრაფი სვლით 21 საათსა და 20 წუთზე ტოვებს. შემთხვევის ადგილიდან გარბიან მისი კლანის წვრებიც - მათ შორის აკაკი დავითულიანიც. იქამდე სანამ მარლენ მეტონიძის დაჯგუფება შემთხვევის ადგილს ტოვებს - შენეობის მეთხეშენობის მეოთხე სართულზე ორი გვამია. 112-ში ზარი 21 საათსა და 20 წუთზე შევიდა. ოპერატორს კომპანია „თბილისის“ დამფუძნებელმა გიორგი ქველიაშვილმა მოხდარის შესახებ ინფორმაცია მიწოდა. ის ერთ-ერთი პირია, ვინც დაპირისპირებისდროს სამი ადმიანი დაჭრა.
21 საათსა და 25 წუთზე ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მიდის. ისინი ჯერ კომპანია "ჯივიპის" ოფისში შედიან. დაცვის სამსახური მათ მეორე შნობაში ამისამართებს - ადგიზლე შესულ სამართალდამცავებს საზარელი სურათი დახვდათ - ორი გარდაცვლილი, დაჭრილები და შეხვედრის მონაწილეების მიერ გაქცევის დროს დარჩენილი იარაღების მთელი არსენალი.
ვერაზე მომხდარი შეირაღებული თავდასხმის ბრალდებით ახლა 5 პირია დაკავებული - მათ შორის არიან მარლენ მეტონიძის დაცვის წევრები. მკვეკლობის ბრალდებითა დაკავებული ყოფილ სპეცრაზმელი კობა მეტრეველიც. ის ე.წ. მანჩოს დაცვაში ორი კვირაა მუშაობს. გამოძიება მეტრეველს კოკა ქობულიას მკვლელობას ედავება. ის დანაშაულს აღიარებს, თუმც ამტკიცებს, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
ერთ-ერთი ვერსიით, ქოლცენტრების ბიზნესს მარლენ მეტონიძესთან ერთად, აკაკი დავითულიანი და ოთარ რუხაძე მართავდნენ. კრიმინალურ წრეებში კი ხელშეუხებლობაზე პასუხიმგებლობა ზუგდიდელ ე.წ. ავტორიტეტს ხვიჩა ცხაკაიას და ძმებ მიქაძეებს ჰქონდათ აღებული. ქოლცენტრების ბიზენსთან დავითულიანი კავშირს კატეგორიულად უარყოფს, თუმცა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ფატქობრივად მარლენ მეტონიძესთან ბიზეს პარტნიორობას ადასტურებს. აღიარებს, რომ მეტონიძესთან ბიზნესურთიერთობა 2019 წლიდან აქვს და მათი ერთობლივი ბიზნესი კომპანია „ლეზამია“. ეს კომპანია რამდენმე საწარმოას ფლობს მათ შორის ერთი კახეთში სოფელ ქისისხევში მდებარეობს.
აღსანიშნავია, რომ ის რასაც დავითულიანი გამოძიებას ოფიციალურად უდასტურებს, კამერების წინ უარყოფს. ის ამტკიცებს, რომ, ეტონიძესთან ბიზნესპარტნიორობა არ აკავშირებს და მას მხოლოდ ერთი წელია იცნობს.
ოფიციალური მონაცემებით, კომპანია "ლეზამის" 50 პროცენტს აკაკი დავითულიანი ფლობს, წილის 50 პროცენტი კი ფაქტობრივად, მარლენ მეტონიძის მარჯვენა ხელზე და ნდობით აღჭურვილ პირზე ერეკლე თევზაძეზეა გაფორმებული.
დავითულიანი ამტკიცებს, რომ ე.წ. კრიმინალური გარჩევის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა როგორც ჩანს, საგამოძიებო უწყებას მასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჰქონდა. ამიტომ 2 აპრილს ჩხრეკა მის საცხოვრებელ სახლშიც ჩატარდა. პოლიციამ სახლიდან იარაღის მთელი არსენალი ამოიღო.
კამერებს ემალება გარჩევის კიდევ ერთი ფიგურანტი, ოთარ რუხაძეც, რომელიც „ბაკშტეინ ჯორჯიას“ მფლობელია. სამშენებლო კომპანია 2019 წელს დაფუძნდა.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით რეალურად, ეს სამშენებლო ბიზნესიც მარლენ მეტონიძეს ეკუთნის და რუხაძეზე ფიქტიურად არის გაფორმებული. გავრცელებული ინფორმაციით,ქოლცენტრების ბიზნესში ისინი ერთობლივად იყვნენ ჩართულები. მეტონძესთან ბიზნესპარტნიორობის შემდეგ, რუხაძე დაცვით გადაადგილდება. მისი დაცვის წევრები იმყოფებოდნენ ვერაზე გარჩევის დროსაც.
მარლენ მეტონძის და რუხაძის კომპანიას საქართველოში რამდენიმე ტენდერი აქვს მოგებული, მათ შორის არის ზოოპარკის მშენებლობაც.
ცნობილია, რომ გამოძიებას ჩვენებები უკვე მისცეს რუხაძის დაცვისწევრებმა. პოლიციამ ბიზნესმენის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, რამდენიმე ჯავშანჟილეტი, ცეცხლსასროლი იაღრაი, მათ შორის, პისტოლეტი, ავტომატი და ვაზნები ამოიღო.
"შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ გარჩევის ყველა მთავარი ფიგურანტი ახლა თავისუფალია - თავისუფალია 33 წლის მარლენ მეტონძეც. ის ჰოლანდიის მოქალაქეა და თბილისში 1 თვის წინ დაბრუნდა. მასთან ერთად ე.წ. არაფორმალურ ბიზეს გარიგებაში მონაწილეობს მისი ნახევარ ძმაც. "შაბათის ეთერის" გიორგი ალთუნაშვილი ქოლცენტრების და სამშენებლო ბიზნესს ძმასთან ერთად აკონტროლებს. ერთ-ერთი ვერსიით, მეტონიძის კლანს ინტერესები აქვს საფეხბურთო კლუბ შევარდენშიც, თუმცა ამ ინფორმაციას ადგილზე არ ადასტურებენ.
პოლიციას არ დაუკავებია არც ამ გარჩევის ერთ-ერთი მონაწილე ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი ხვიჩა ცხაკაია, კრმინალი, რომლიც სამეგრელოში "ქართული ოცნების" ნდობით აღჭურვილი პირი და არჩვენების დროს, ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი. ცხაკაია იმ "კრიმინალურ ავტორიტეტებს" შორის არის რომლიც სამეგრელოს ყველა რეგიონში ყველა ტენდერს აკონტროლებს და ე.წ. ქურდულ საერთოს აგროვებს. ცხაკაია სისხლიანი გარჩევის დროს დაიჭრა და ამ დრომდე კლინიკაშია. ის ჯერ პოლიციას არც კი გამოუკითხავს.
ვერაზე მომხდარი კრიმინალური გარჩევიდან, რომელიც ორი ადამიანის მკვლელობით დასრულდა, ერთი კვირა გავიდა, თუცა პოლიციას მკვლელობის ბრაკდებით, მხოლოდ ერთი პირი ჰყავს დაკავებული.
ამ დრომდე არავინ იცის, ვინ მოკლა 45 წლის ვახტანგ გურგენიძე. ე.წ. ქოლცენტრების გამო დაწყევული დაპირისპირების ეპიცენტრი ამ დრომდე დალუქულია. მეტონძის დაჯგუფება კი ახლა მფარველებს ხელისუფლებაში ეძებს. სავარუდოდ, ამიტომ გომელაურის უწყებამ მთავარი ფიგურანტების დაკავების გადაწყვეტილება ჯერ ისევ ვერ მიიღო.
წყარო