გორში, 2004 წელს გაუჩინარებული 11 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს
გორში, 2004 წელს გაუჩინარებული 11 წლის ბიჭის, ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.
არხის ცნობით, კომბინატის დასახლებაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
ცხედარი მტკვრის სანაპიროზე აღმოაჩინეს. ადგილობრივების თქმით, ცხედარი გორის პროზექტურაშია გადასვენებული. არსებული ინფორმაციით, ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა ბავშვის ცხედარი ამოიცნეს.
ცნობისთვის, 2004 წელს 11 წლის მოზარდი საეჭვო ვითარებაში გაუჩინარდა. ის გაიტაცა ახალგაზრდა კაცმა, რომელმაც ანალოგიური დანაშაული ჩაიდინა 2018 წელს, რა დროსაც 9 წლის გოგო გაიტაცა, გააუპატიურა, აწამა და მოკლა, საუბარია იაგო ნებიერიძეზე, რომელსაც სასამართლომ უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
როგორ მიაგნეს გაუჩინარებული ბავშვის ცხედარს ჯერჯერობით უცნობია.