თეგებით ძიება

"ესაა ამერიკა-რუსეთის მავნებლობის შედეგი. ორი გაუმაძღარი სვავის ნამოქმედარი" - ნათია ჩხეტიანი

ადვოკატი, ნათია ჩხეტიანი რუსეთ-ამერიკის გეოპოლიტიკური თამაშების ჭრილში უკრაინის საკითხს ეხება და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტოებს აქვეყნებს, რომელთაგან ერთ-ერთი 23 თებერვალს, ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრეა გადაღებული, მეორე კი ომის 41-ე დღეს.

"ესაა ამერიკა-რუსეთის მავნებლობის შედეგი.
ორი გაუმაძღარი სვავის ნამოქმედარი.
როგორი გასაძლებია უყურო შენი ხალხის წამებას, ითხოვდე შველას და სრულიად უსუსური მსოფლიო ტაშს გიკრავდეს მხოლოდ აღიარების ნიშნად.
მას კი აღიარება კი არა, დახმარება ჭირდება. ხალხი ეხოცება, ბავშვები ეხოცება, ქალაქები ნადგურდება, ქვეყანა ენგრევა", - წერს ჩხეტიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა