თეგებით ძიება

"ნაძირალა რუსმა გაკოჭოლი დედის წინაშე 1 წლის ბავშვზე იძალადა…მეტი რა უნდა მოხდეს, რომ ზოგიერთს დაბრმავებული თვალები აეხილოს" - პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) უკრაინაში მომხდარ საზარელ ფაქტს ეხმაურება:

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაძირალა რუსმა გაკოჭოლი დედის და ბებიის წინაშე ერთი წლის ბავშვზე იძალადა…
მეტი რა უნდა მოხდეს, რომ ზოგიერთს დაბრმავებული თვალები აეხილოს, თუ საუკუნო წყევლა აქვთ!..", - წერს პეტრე კოლხი.

დღეს გავრეცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა ოკუპანტმა 1 წლის ანასტასია გაკოჭილი დედისა და ბებიის თვალწინ გააუპატიურა, შემდეგ კი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ბავშვზე ძალადობის და მისი დაღუპვის კადრები იყო აღბეჭდილი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი დევნილად და ლტოლვილად იქცა. რაშისტები არ ინდობენ ქალებს და ბავშვებს, მათ აუპატიურებენ, აწამებენ და ხვრეტენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა