"21 წლის ნიკა 19 წლის ძმასთან ერთად წავიდა უკრაინაში..." - უკრაინაში დაღუპული ნიკა შანავას გმირობის ისტორია
სოციალური ქსელის მომხმარებელი, თამუნა თაბუკაშვილი წერს, რომ უკრაინაში მოხალისედ წასული 21 წლის ნიკა შანავა იზიუმთან ოკუპანტენთან ბრძოლისას დაიღუპა.
"21 წლის ნიკა შანავა, თავის 19 წლის ძმასთან, ლუკა შანავასთან ერთად 16 მარტს გაემგზავრა უკრაინაში, რუს ტერორისტებთან საბრძოლველად.
ქალაქ იზიუმთან გამართულ მრავალსაათიან და უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცა“, - წერს თამუნა თაბუკაშვილი.
უკრაინაში საომარ მოქმედებებს 6 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან სამშობლოში სამი ჩამოასვენეს, მარიუპოლში დაღუპული ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.