თეგებით ძიება

საგამოძიებო სამსახური 46 ქოლცენტრს ამოწმებს

საგამოძიებო სამსახური 46 ქოლცენტრს ამოწმებს.

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მუშავდება.

"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შესულია 46 "ქოლცენტრში", სადაც იკვეთება, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს არალეგალურ საქმიანობას. ამ "ქოლ ცენტრებს", ბუნებრივია, შეჩერებული აქვთ საქმიანობა და გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, საგადასახადო შემოწმებები. ამასთან, სამუშაო ჯგუფის ფორმატში გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების საჭიროება გამოიკვეთა, იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს მსგავსი შემთხვევების პრევენცია მომავალში,“- განაცხადა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს არალეგალურ საქმიანობას. დაწესებულებებს შეჩერებული აქვთ საქმიანობა. გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა