თეგებით ძიება

პირები, რომელთაც სისხლის სამართლის დანაშაული 2004 წლამდე ჩაიდინეს, პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდებიან - „ამნისტიის შესახებ“ ახალი კანონი მიიღეს

საქართველოს პარლამენტმა “ამნისტიის შესახებ“ კანონი მიიღო, რომლის თანახმად, პირები, რომელთაც სისხლის სამართლის დანაშაული 2004 წლის პირველ იანვრამდე აქვთ ჩადენილი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდებიან.

აღნიშნული კანონი უვადო თავისუფლების აღკვეთის მქონე პირებს არ ეხებათ.

ამნისტია იმ პირთა მიმართაც გავრცელდება, რომლებმაც დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინეს.

ამნისტირებული პირები ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლებიან.

ამასთან, ამნისტია არ ვრცელდება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე, 109-ე, 137-ე - 141-ე, 142-144/3, 164-ე, 179-ე, 183-ე, 223-ე - 224-ე, 236-ე - 239-ე, 253-ე - 255/2, 280-ე, 353-ე, 378-ე - 379-ე, 404-ე - 413-ე მუხლებით, აგრეთვე XXXVII და XXXVIII თავებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.

გარდა ამისა, ამნისტია არ ვრცელდება “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ ის ჩადენილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სიის − “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დამტკიცებისა და საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელი შესაბამისი ღონისძიებების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის N339 დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ.

კანონი დეპუტატებმა მესამე მოსმენით 87- ხმით, 1 - წინააღმდეგი დაამტკიცეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა