"მოკითხვა გადაეცით ნაცკრიმინალებს! ადეიშვილს, საყვარელიძეს... და ა. შ. საქართველოს მტრებს!" - ვის მიმართავს ხათუნა ხოფერია?
ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში საქართველოს დელეგაციის უკრაინაში ვიზიტს ეხმაურება.
"უამრავი კითხვაა...
ვინ არიან მარიუპოლში "ჩარჩენილი" პირები, ვისი გამოყვანისთვისაც გაკეთდა რამოდენიმე "პრარივი", შეეწირა 4 ვერტალიოტი და ერთი გემი, ათობით უკრაინელი "კამიკაძე"? და ახლა, თამაშდება მედვედჩუკის კარტი?...
რას ედავებიან ზელენსკის "აზოვის" მებრძოლების ცოლები, დედები, დები?.. რატომ ემუქრებიან ზელენსკის "აზოველები"?...
რატომ მოხდა ქართულ ლეგიონში გაერთიანება ყველა უცხოელი ნაიომნიკის?... და რა როლს თამაშობს ამ ყველაფერში თემურ ალასანიას მიერ პოლონეთში დაფუძნებული ორგანიზაცია?...
არაფერს ვკითხულობ ზეციურ იერუსალიმზე და იერუსალიმის ლომზე, რომელიც საბოლოო ჯამში ცირკის არენის ლომობაზეც ვერ ქაჩავს...
ძალიან ბევრი კითხვებია, მაგრამ ამ ყველაფერზე პასუხების ნაცვლად, ქართული ოცნების დეპუტატები დეკანოიძის ხელმზღვანელობით კიევში მიემგზავრებიან....
მოკითხვა გადაეცით ნაცკრიმინალებს! ადეიშვილს, საყვარელიძეს... და ა. შ. საქართველოს მტრებს! პაჩი-პუჩი არ დაგავიწყდეთ!", - წერს ყოფილი დეპუტატი.