თეგებით ძიება

თბილისში უკრაინიდან დევნილი ოჯახის მანქანა გაქურდეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში უკრაინიდან დევნილი ოჯახის მანქანა გაქურდეს.

პოლიციამ დამნაშავე დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა გლდანში, ვასაძის ქუჩაზე უკრაინის მოქალაქის მანქანიდან სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მას 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა