თეგებით ძიება

"ბევრად რთული პროცესებია მოსალოდნელი უკრაინაში" - რის შესახებ წერს ნუკა არველაძე?

ჟურნალისტი, ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში საქართველოს დელეგაციის უკრაინაში ვიზიტს ეხმაურება და წერს, რომ უკრაინაში ვიზიტი არ არის გადამწყვეტი საქართველოს კეთილდღეუბისთვის.

"დავაკონკრეტებ!
დღეს უკრაინაში ვიზიტი არ არის გადამწყვეტი ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისთვის!!!
საქართველომ უკრაინას და უკრაინელ ხალხს ბევრად მეტი და ღირებული დახმარება გაუწია!!!
დღეს უკრაინაში ვიზიტის გადაწყვეტა

- ვაშაძის, დეკანოიძის და ნაცების მიერ მართული მედიის კითხვების ფონზე ჩანს ისე როგორც ჩანს
დღემდე გარკვეული და საკმაოდ სწორად იყო დეკლარირებული ქვეყნის პოზიცია
- თუ ეს აქამდე ვერ გაიგო ზელენსკიმ და მისმა მთავრობამ
- დელეგაციის ამ შემადგეოვით ჩასვლითაც ვერაფერს გაიგებენ და ეს
მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერებს ნაცების პოზიციებს საერთაშორისო ნაწილში!!!!
ქ საოცარი მესიჯი აამუშავეს
- ჩვენ ვაიძულეთ ოცნება!!!!!

რავინ იცის, რა როგორ დამთავრდება
- და არისტოვიჩის მკითხაობა პასუხი არ არის!!!
და როცა დამთავრდება
- მერე ბევრად რთული პროცესებია მოსალოდნელი უკრაინაში.
არავინ იცის
რა რეაქცია ექნება მილიონობით განადგურებულ უკრაინელს
- რომელსაც სახლი დაუნგრიეს, ახლობლები დაუხოცეს, ოჯახები გაუნადგურეს!!!!
არავინ იცის
იმავე წარმატებით იმუშავებს თუ არა უკრაინელებზე არესტოვიჩის მართვის მანიპულაციების პროპაგანდა!!!
არავინ იცის სანქციები ვის უფრო დააზარალებს
არავინ იცის....და
რასაც ვაკვირდები ყველა ქვეყანა მიყვება ინერციით მოვლენებს და მარიონეტების სპექტაკლის შთაბეჭდილება მრჩება!!!
აი პუტინმა კი ზუსტად იცის და დასცინის სრულიად სამყაროს!!!!!
და ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს და ამის ნიშნები უკვე არის
- პუტინი ბევრად ძლიერი არ დარჩეს ამ უბედურებიდან!!!

და ამხელა გლობალურ თამაშში
პაწაწუნა საქართველო", - წერს ნუკა არველაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა