კომპანია "ინტერტრანსი" მგზავრობის ფასის ზრდის მერიასთან შეუთანხმებლობის გამო დაჯარიმდება
რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის თქმით, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადამყვანი კომპანია "ინტერტრანსი" მგზავრობის ფასის ზრდის მერიასთან შეუთანხმებლობის გამო დაჯარიმდება.
"რა თქმა უნდა, ჩვენ სამართლებრივ ნაბიჯებს გადავდგავთ, რაც ხელშეკრულებით გვაქვს დადგენილი, დაიწყება დაჯარიმება და ამავდროულად დავიწყებთ სამუშაო შეხვედრებს მათთან ერთად, რომ მოვძებნოთ გამოსავალი",- განუცხადა ლაცაბიძემ "ინფო რუსთავს" და დასძინა, რომ ხელშეკრულების პირობებით თითოეულ ლოტზე ფასის გაზრდისთვის ჯარიმა 100 ლარია.
ცნობისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ "ინტერტრანსს" მგზავრები 11 სამარშრუტო ხაზზე გადაჰყავს, საჯარიმო თანხა 1100 ლარით განესაზღვრება.