თეგებით ძიება

"მე ვერ ვხედავ სულიერ და მორალურ საჭიროებას ეს გავაკეთო" - რა მიმართვას ავრცელებს მაქსიმ გალკინი (ვიდეო)

მას შემდეგ, რაც ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი რუსეთიდან გაემგზავრნენ, მეუღლეების ახალი ადგილსამყოფლის შესახებ ბევრი ინფორმაცია გავრცელდა.

ალა პუგაჩოვამ რუსეთი, ოჯახთან ერთად, კერძო თვითმფრინავით დატოვა

რუსული მედია წერს, რომ მაქსიმ გალკინისა და ალა პუგაჩოვას შვილებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ, ოფიციალურად გალკინი და პუგაჩოვა ამას არ ადასტურებენ, თუმცა მედიაში ირწმუნებიან, რომ ეს სიმართლეა. ცნობილია, რომ რამდენიმე წლის წინ მეუღლეებმა კვიპროსზე სახლი შეიძინეს და მოქალაქეობაც მიიღეს.

პუტინის ღია კრიტიკის გამო, მაქსიმ გალკინის მონაწილეობით ყველა რეკლამა ეთერიდან მოხსნეს

ვიდეო: ალა პუგაჩოვა პასუხობს სასულიერო პირს, რომელიც წირვაზე აცხადებს, რომ ალას რუსეთიდან წასვლით ჰაერი გაიწმინდა

„არ გვჯერა პუტინის განცხადების!“ „სირცხვილი ჩვენ!“, „გვაპატიეთ, თუ შეძლებთ“ – რუსი ხელოვანები პუტინის წინააღმდეგ ღიად გამოდიან

ცოტა ხნის წინ, მოკლე ვიდეომიმართვა გაავრცელა მაქსიმ გალკინმა და მისი “ინსტაგრამის” მიმდევრების თხოვნას გამოეხმაურა.


საქმე ისაა, რომ როგორც გალკინი აღნიშნავს, მისი გულშემატკივრები ითხოვენ, აქტიურად განაგრძოს მისმა ოჯახის წევრებმა მოქმედ სოციალურ ქსელებში აქტიურობა, რაზეც გალკინი ასე პასუხობს:

“მე ვერ ვხედავ სულიერ და მორალურ საჭიროებას ეს გავაკეთო, ამიტომ არც „ინსტაგრამზე“ და არც ტელეგრამის არხზე არ იქნება ის, რაც იყო 24 თებერვლამდე”, – ამბობს ვიდეომიმართვაში გალკინი და ამასთან, მის გულშემატკივრებს თხოვნით მიმართავს:

“დიდი თხოვნა მექნება, ნუ წაიკითხავთ დილაობით რუსულ გაზეთებს, ეს ყველაფერი ისეთი აბსურდია, არც ღირს ამაზე რეაგირება”.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა