თეგებით ძიება

"ჩამივარდა "ოცნების" ივანიშვილთან საიდუმლო შეხვედრის მასალები,რომელსაც ვასაჯაროვებ" - რას წერს პაატა ბურჭულაძე

საოპერო მომღერალი, პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში მმართველ პარტიასთან დაკავშირებით, ირონიულ პოსტს აქვეყნებს:

"გიხაროდენ!!!
ომი მორჩება რამოდენიმე დღეში და ამაში საქართველო გადამწყვეტ როლს ითამაშებს.
ჩამივარდა ოცნების ივანიშვილთან საიდუმლო შეხვედრის მასალები,რომელსაც ვასაჯაროვებ.
მაშ ასე:
ჩვენი დელეგაცია ურჩევს უკრაინელებს,რომ დაყარონ იარაღი და დანებდნენ.უკრაინელები ეტყვიან,რომ არავითარ შემთხვევაშიო და აი აქ,( !!!!!!!!! ) ოცნება გამოიყენებს თავის ჯადოსნურ,ბრძნულ 3 სიტყვას: ,,აბა ომი გინდათ"?1
რამოდენიმე წუთით (ხანგრძლიობა 10-12 წუთი)ჩამოვარდება სამარისებული სიჩუმე.ისეთი სიჩუმე,რომ დარბაზის ბოლოს ისმის ბუზის ხმა,რომელიც ეხეთქება აივნის ფანჯრის შუშას........და უცებ ერთ-ერთი მათგანი,(სავარაუდოთ პრეზიდენტი ზელენსკი)წამოხტება და გაიძახის: აქამდე როგორ ვერ მივხვდით! რა სიბრძნეა!რა დიდი და ღირსეული გზაა!!!
შედეგი:
1.უკრაინა ეთანხმება ჩვენს რჩევას.
2.ბედნიერია მთელი მსოფლიო.
3.საქართველოს პრეზიდენტი აჯილდოვებს ივანიშვილს და მის მოდგმას უმაღლესი ჯილდოებით.
4.ქართულ ოცნებას ვუხანგრძლივებთ ხელისუფლებაში ყოფნას 2082 წლამდე.(გახანგრძლივების შესაძლებლობით)
5.ბედნიერია ერიც და ბერიც", - წერს ბურჭულაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა