თეგებით ძიება

"ვნერვიულობდი, საქართველოში არ დამიჭირონ-მეთქი...მაქვს შეგრძნება, რომ მთავრობა რუსეთთანაა დაკავშირებული და ეს ჩემი ქვეყნის მიმართ ნდობას მაკარგვინებს" - დომენიკ მანგო

სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო, რომელიც უკრაინის ომში მოხალისედ იმყოფებოდა და გუშინ ჩამოვიდა საქართველოში, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"გუშინ სანამ ჩამოვფრინდებოდი, სრული სერიოზულობით ვნერვიულობდი, რომ საქართველოში არ დამიჭირონ-მეთქი. სადღაც ქვეცნობიერში მაქვს შეგრძნება, რომ ჩვენი მთავრობა რუსეთთანაა დაკავშირებული და ეს ჩემი ქვეყნის მიმართ ნდობას მაკარგვინებს. ეს შეგრძნება მხოლოდ მე არ მაქვს, ყველას გვაქვს და ეს ძალიან ცუდია.

მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ პასპორტ კონტროლიც და პოლიციელებიც თბილად მომესალმნენ. ბიჭებო, უკრაინიდან ვინც ჩამოხვალთ, არ შეგეშინდეთ, არ დაგიჭერთ არავინ", - წერს მანგო.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა