"ოპოზიცია წავა ცალკე დელეგაციით, როგორც თავიდანვე ვსაუბრობდით" - ხატია დეკანოიძე
"ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ოპოზიცია უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად არ განახორციელებს ვიზიტს.
"ოპოზიცია წავა ცალკე დელეგაციით, როგორც თავიდანვე ვსაუბრობდით. ეს არის სწორი პოზიცია.
უკრაინაში წასვლაზე შიდა დაპირისპირება მართლაც მძიმეა, როცა ჩვენი მეგობრები რაშიზმის წინააღმდეგ ომში არიან. ალბათ არსად ხდება..
თუმცა კარგია, რომ ოპოზიცია დარჩა ერთიანი და ცალკე ვიზიტს განახორციელებს უკრაინაში.
იმედია, ეს ერთიანობა შენარჩუნდება", - წერს დეკანოიძე.