"ხელის მოფათურებას ცდილობდა მკერდზე... უცხო გაჩერებაზე უმწეოდ ვცდილობდი თავის შველას..."
ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფეისბუქ გვერდზე "დამიცავი, პატარა ვარ" მორიგი ისტორია ვრცელდება:
"მოგესალმებით. სტუდენტი ვიყავი, ეს რომ შემემთხვა, ანუ ძალიან დიდი შიში განვიცადე.
რა თქმა უნდა, თბილისის ავტობუსები მუდამ გადაჭედილი იყო. ამ სიტუაციაში ვიგრძენი, რომ ვიღაც ბიჭი ჩემთან ერთად რკინის ბიძზე იკავებდა თავს, მაგრამ ნელ-ნელა შევატყვე, რომ ხელის მოფათურებას ცდილობდა მკერდზე.
თავი საშინლად ვიგრძენი, ხმას ვერ ვიღებდი. უბრალოდ ვცდილობდი, ადგილი შემეცვალა, მაგრამ ვერ მოვახერხე. ამიტომ შემდეგ გაჩერებაზევე ჩავედი, რო სხვა ავტობუსს გავყოლოდი.
მაგრამ ჩამომყვა.
აი იქ უკვე ძაან შევშინდი. უცხო გაჩერებაზე უმწეოდ ვცდილობდი თავის შველას და ველოდებოდი, დროზე მოსულიყო სხვა ავტობუსი.
მახსოვს, ის 15 წუთი როგორ უმწეოდ გავრბოდი და გამოვრბოდი გაჩერებაზე, რო ახლოს არ მოსულიყო. როგორც იქნა, მოვიდა ავტობუსი და გავყევი. ის მიხვდა რო ძალიან მეშინოდა. მართლა ძალიან მეშინოდა".