თეგებით ძიება
14. 04. 2022 მსოფლიო

ოპოზიციასთან გვქონდა შეთავაზება თანაბარი წარმომადგენლობა ყოფილიყო, თუმცა არ იყო თანხმობა - პაპუაშვილი უკრაინაში ვიზიტზე

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინაში ვიზიტზე საუბრობს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, დელეგაცია ინტერპარტიული იყოს.

"ჩემი სურვილი იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია ყოფილიყო მრავალპარტიული. გვქონდა ჩვენ საუბარი ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებთან, გვქონდა შეთავაზება თანაბარი წარმომადგენლობა ყოფილიყო, თუმცა არ იყო თანხმობა და შემდეგ კვლავ შევთავაზეთ რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან წარმომადგენელი იყოს. უმრავლესობამ თანხმობა განაცხადა რომ თავის მხრივ არ გაზარდოს წარმომადგენლობა, თანაბრობის პრინციპი ამ შემთხვევაში დაირღვევა და ოპოზიციური უმრავლესობის დელეგაცია იქნება. თუმცა, გამომდინარე ამ ვითარებიდან, ეს შეთავაზება ვფიქრობ სწორი იყო. თხოვნა მექნება ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ, რომ დროულად მოგვაწოდონ საკუთარი კანდიდატები ამ პოლიტიკური ჯგუფისთვის,” - განაცხადა პაპუაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა