სოჭში პუტინის რეზიდენცია დაანგრიეს
სოჭში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეზიდენცია „ბოჩაროვ რუჩეი“ დაანგრიეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
როგორც გამოცემა „პროექტმა“ თანამგზავრული ფოტოების შესწავლისას დაადგინა, რეზიდენციის ძირითადი შენობა აღარ არსებობს და მის ადგილას ღრმულია დარჩენილი, სადაც სამშენებლო ტექნიკა მუშაობს. ოფიციალურად რეზიდენციის დანგრევის შესახებ ინფორმაციაა არ გავრცელებულა.
„პროექტის“ ცნობით, პუტინი სოჭში შვიდი თვის განმავლობაში არ ყოფილა. გამოცემის წყაროს ცნობით, ვლადიმერ პუტინი საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავს, რადგანაც ქალაქის თავზე ხშირად უკრაინული დრონები დაფრინავს. სექტემბრის ბოლოს ერთ-ერთი დრონი სოჭის აეროპორტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და ვერტმფრენის ასაფრენი მოედანი დააზიანა. აქამდე პუტინი სოჭში გაზაფხულის და შემოდგომის დიდ ნაწილს ატარებდა.
მიმდინარე წელს პუტინმა სოჭში მხოლოდ ერთი შეხვედრა გამართა - 6 მარტს ის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს რაფაელ გროსის შეხვდა. ამის შემდეგ პუტინი ამ რეზიდენციაში აღარ გამოჩენილა.