თეგებით ძიება

"ბრალდებულებმა წინასწარ იქირავეს ბინა, რათა მის მიმართ განეხორციელებინათ თვალთვალი" - პროკურორი შატალოვას საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

პროკურორ, ლევან ვეფხვაძის თქმით ანასტასია შტალოვა ბრალდებულებმა წინასწარ დაგეგმვით, ჯგუფურად მოკლეს.

"იქ, სადაც ცხოვრობდა ანასტასია შატალოვა, ბრალდებულებმა წინასწარ იქირავეს ბინა, რათა მის მიმართ განეხორციელებინათ თვალთვალი, ასევე, წარმოდგენილია კონკრეტული ვიდეომასალა, რომელიც ადასტურებს მანქანებით თვალთვალს ანასტასია შატალოვას გადაადგილების. ანასტასია შატალოვას უთვალთვალებდნენ, ამავდროულად, მათ ის საშუალებები, რომელიც ხელს შეუშლიდა, ან ამოცნობაში დაეხმარებოდა გამოძიებას, წინასწარ მოახდინეს მათი განადგურება. ბექა ლატარიამ გარე განათების საშუალება გაანადგურა, განზრახ მკვლელობისთვის შექმნეს პირობები", - განაცხადა ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს, თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე მოკლეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა