თეგებით ძიება

პროკურატურამ ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 11 პირი დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 11 პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ისრაელის მოქალაქემ შექმნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა უკანონოდ მოპოვებული პერსონალური მონაცემების გამოყენებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლება და დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლის ლეგალიზაცია. აღნიშნული მიზნით იგი დაუკავშირდა საქართველოს ორ მოქალაქეს, რომლებთან ერთად ქ.თბილისში მოაწყო ე.წ. ,,ქოლცენტრი“. აღნიშნულმა პირებმა, ჯგუფის საქმიანობაში ეტაპობრივად, უცხო ენების მცოდნე პირები ჩართეს.
პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დანაშაულის ორგანიზატორს სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მასვე დაეკისრა ჯარიმა და სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა 380 000 ლარად ღირებული 3 ავტომანქანა, კომპიუტერული ტექნიკა, საბანკო ანგარიშებზე არსებული დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხები 467 341 ევრო, 123 854 ლარი.

ასევე, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში დანაშაულებრივი ჯგუფის 10 წევრი, მათვე, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვათ 549 062 ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება: 3 საცხოვრებელი ბინა, 2 მიწის ნაკვეთი და 2 ავტომანქანა.ასევე, დაეკისრათ ჯარიმა 510 000 ლარის ოდენობით.

პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულ გერმანიის, ავსტრიის, ჩინეთის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის 30 მოქალაქეს სრულად აუნაზღაურდებათ , დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მათთვის მიყენებული მატერიალური ზიანი.

აღსანიშნავია,რომ პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, აღნიშნულ სისიხლის სამართლის საქმეზე ჩამოერთვათ 2 625 263 ლარის უძრავ-მოძრავი ქონება და თანხები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა