თეგებით ძიება

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს 17 და 16 წლით პატიმრობა მიესაჯათ

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკო ჭელიძე 17 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით.

ორივე დაკავებულს 5 წლით აეკრძალათ იარაღის შეძენა, შენახვა და ტარება.

გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მისი თქმით, მტკიცებულებები დასტურებს, რომ ორივე ბრალდებული ჯგუფურად, ორგანიზებულად მოქმედებდა.

ბრალდება გიორგი კავილაძესა და აკო ჭელიძეს ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შესაძლო დამკვეთები გამოძიებას ჯერ ისევ არ ჰყავს გამოვლენილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა