თეგებით ძიება

ჩვენ ამ ახალგაზრდებს გადავარჩენთ, სადაც წავიდნენ იქ აუცილებლად დაფიქრდებიან და გამოსწორდებიან - ნიკა კვარაცხელიას დედა

მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას დედის, იზა ომაძის თქმით, საქმეზე გამოყოფილი მეორე ნაწილიც ბოლომდე უნდა მიიყვანონ, რომ ქვეყანაში დადგეს სამართალი და ბრალდებულებმა იცოდნენ, რომ „ასეთი უბედურების შემთხვევაში აუცილებლად უმკაცრესად დაისჯებიან“.

"ნიკოს შემთხვევა ყველას გაჭირვება იყო ამ 7 თვის განმავლობაში. ბევრმა მომილოცა, მაგრამ მე არ ვიღებ ამ მილოცვას, ეს იყო ჩვეულებრივი ფაქტი და ასე უნდა მომხდარიყო. ეს იყო გამოსწორების დასაწყისი, ჩვენ ამ ახალგაზრდებს გადავარჩენთ და გამოვასწორებთ. სადაც წავიდნენ აუცილებლად დაფიქრდებიან და გამოსწორდებიან. საქმეზე გამოყოფილ მეორე ნაწილიც ძალიან დროულად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, რომ ქვეყანაში დადგეს სამართალი და იცოდნენ, რომ ასეთი უბედურების შემთხვევაში აუცილებლად უმკაცრესად დაისჯებიან. ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად ველოდი, სხვანაირად არც უნდა ყოფილიყო, მადლობას ვუხდი მოსამართლეს, რომელიც ნამდვილად კარგი ადამიანი გამოდგა. საქმის მეორე ნაწილიც დავასრულოთ და მგონი თავად დამკვეთები გვეტყვიან თუ რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი“, - აღნიშნა ომაძემ.

ცნობისთვის, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლეს. კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები - აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა