თეგებით ძიება
15. 04. 2022 მსოფლიო

რუსმა სამხედროებმა სამოქალაქო პირებით სავსე ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს

უკრაინაში, იზიუმის რაიონში რუსი სამხედროების მიერ სამოქალაქო პირებით სავსე ავტობუსებისთვის ცეცხლის გახსნის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. 27 მშვიდობიანი მცხოვრები დაშავდა. შემთხვევა სოფელ ბოროვაიასთან მოხდა.

შესაბამის ინფორმაციას უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი ხარკოვოს ოლქი პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამჟამად დასახლება ბოროვაია რუსეთს დროებით აქვს ოკუპირებული, ამჟამად უკრაინელი სამართალდამცველები მომხდარის გარემოებებსა და ავტობუსების გადაადგილების მარშრუტს სწავლობენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა