"ვისაც სკოლაში მეგრული და სვანური ენის სწვალება საფრთხედ მიგაჩნიათ, ყველანი უდიდეს შეურაცხყოფას აყნებთ მეგრელებს და სვანებს" - მერაბ მეტრეველი
მეგრული და სვანური ენები ჩვენი სიმდიდირეა და მათ დაცვა და მოვლა ჭირდება - ასე ეხმაურება ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივას სკოლებში მეგრული და სვანური ენების სკოლებში არჩევით საგნებად სწავლის ინიციატივას.
"ვისაც სკოლაში მეგრული და სვანური ენის სწვალება საფრთხედ მიგაჩნიათ, ყველანი უდიდეს შეურაცხყოფას აყნებთ მეგრელებს და სვანებს.
ეს ისე, რომ იცოდეთ.
მთავარი კი ამ ამბავში ისაა, რომ მეგრული და სვანური ენები ჩვენი სიმდიდირეა და მათ დაცვა და მოვლა ჭირდება, რათა დროთა განმავლონაში ბევრ სხვა ენასავით არ გაქრეს. ხოლო იმ ენას, რომლის სწავლებისაც გეშინია, ვერანაირად ვერ დაიცავ და მოუვლი.
მოიშორეთ ეს უაზრო შიშები. იცანით მტერი და მოყვარე და მტრის შიშით მოყვარეს ნუ ურტყამთ.
p.s. ამ ისტერიკასთან დაკაბშირებით ერთი მაბავი გამახსენდა. 90-იან წლებში, როცა შევარდნაძემ გადაწყვიტა რეგინენბში გუბერნატორის ინსტიტი შემოეღო, პარლამენტში ერთი ამბავი ატყდა. ჯაბა იოსელიანი მას ლამის სამკვდრო-სასიცოხლოდ დაუპირისპირდა, ეს სეპრატიზმსს გაღვივებსო. ანუ სერიოზულად ფიქრობდა, რომ იმერეთში პრეზიდენტი გუბერნატორს თუ დანიშნავდა, ერთ დღეს იმერეთი დამოუკიდებლობას მოითხოვდა.
ასეთი უაზრო შიშების გამოა, რომ დღემდე თვითმმართველობის რეალურ რეფორმას ვერ ვატარებთ", - წერს მეტრეველი.