თეგებით ძიება

"ჯერჯერობით ისევ სიცოცხლისთვის ვიბრძვით, სხვა ყველაფერზე ძალიან ადრეა ლაპარაკი" - შარტავას ქუჩაზე ავარიისას დაშავებული ბავშვის დედა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ისრაელის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.

"ვიცი, რომ ყველას გაინტერესებთ დათიკოს მდგომარეობა და უღრმესი მადლობა ამისთვის, შეგნებულად არ ვწერ არაფერს, რადგან არ მინდა რამე ისეთი დავწერო, რაც ყველას გულს გვატკენს. მთელი გულით მჯერა რომ დადგება ის მომენტი, როცა კარგი ამბებით გაგახარებთ. ჯერჯერობით ისევ სიცოცხლისთვის ვიბრძვით, სხვა ყველაფერზე ძალიან ადრეა ლაპარაკი.

ექიმებიც ჯერჯერობით ვერაფრით მაიმედებენ, თუმცა მე ღრმად მწამს რომ უფალი დათიკოს მეორედ მაჩუქებს”, - აცხადებს დათას დედა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა