თეგებით ძიება

ისრაელში ტერაქტის დროს დაღუპული ქართველის ვინაობა ცნობილია

ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ინფორმაციით, თელ-ავივში მომხდარი ტერაქტის შედეგად 44 წლის ილია ნოზაძე დაიღუპა, თავდასხმის შედეგად დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი.

ტერაქტი ფაქტობრივად შუაგულ თელ-ავივში მოხდა. ორმა ტერორისტმა ხალხი მაშინ ჩახოცა, როცა მოქალაქეები სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდნენ. ტერაქტის დროს ადგილზე იმყოფებოდა ორი ქართველი, ერთი სამწუხაროდ გარდაცვლილია, მეორე - დჭრილი. მატარებელში ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანები იმყოფებოდნენ, ისინი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ.

ტერორისტებმა ხალხის დახოცვა მატარებელში, ჩაკეტილ სივრცეში დაიწყეს, შემდეგ კი გაჩერებაზე მდგომ ადამიანებს გაუხსნეს ცეცხლი"- აცხადებს "ტვ პირველთან" ქართველი ემიგრანტი.

პირველ ოქტომბერს ირანმა ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით შეტევა დაიწყო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით , ირანმა ისრაელს 180-დან 200-მდე რაკეტა ესროლა.

ამის პარალელურად, გუშინ, გავრცელდა ინფორმაცია და კადრები, რომ 2-მა შეიარაღებულმა ტერორისტმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა - სროლისა და დანით თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანის დაღუპვა. დაშავებულია რამდენიმე მოქალაქე.

ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემსრულებელი ორი ტერორისტი განეიტრალებულია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა