თეგებით ძიება

"რუსეთი ხვალინდელ მძიმე დღეზე ფიქრობს" - რას წერს რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომენ გოცირიძე აგრესორი რუსეთის ეკონომის სამომავლო მდგომარეობას აფასებს:

"რუსეთი ხვალინდელ მძიმე დღეზე ფიქრობს. ადრე თუ გვიან ევროპა რუსულ ნავთობზე და გაზზე უარს იტყვის, ევროში და დოლარებში სრულმასშტაბიან დაბრუნებას რუსეთი ვერასდროს გაბედავს. სამომავლოდ მისი ამოცანა გაყინული რეზერვების განბლოკვა იქნება, მაგრამ ალბათ არც ეს მოხდება არასდროს-უკრაინისადმი მიყენებული ზარალის ანაზღაურება აუცილებლად მოუწევს. გარდა ამისა, რუსეთმა ფაქტობრივად მოახდინა უცხოური კაპიტალის ექსპროპრიაცია და კომპანიების დიდი ნაწილი რუსეთში არ დაბრუნდება. სასამარათლო დავებიც წაიღებს მრავალ მილიარდებს. სწორედ ამიტომ რუსეთის ნედლეულის გაყიდვის მთავარი ბაზარი აზია ხდება, პირველ რიგში ჩინეთი და შემდეგ ინდოეთი. უცხოური ვალუტის დაგროვებისა და ანგარიშსწორების მექანიზმად ჩინეთის საფინანსო სისტემა იქნება გამოყენებული, ისევე როგორც დასავლეთის ტექნოლოგიური ემბარგოს ჩანაცვლების წყარო ჩინეთი იქნება. ეს გარემოება რუსეთს მნიშვნელოვნად ხდის დამოკიდებულს ჩინეთზე და აზიურ ბაზრებზე.

ცუდი პოზიცია ( ე. წ. ნეიტრალური) უჭირავს ჩინეთს და ინდოეთს გაეროში უკრაინასთან დაკავშირებულ კენჭისყრებში. მათ შეუძლიათ უფიდესი გავლენა მოახდინონ უკრაინაში ომის შეჩერებაზე. არ აკეთებენ ამას. არ აკეთებენ რუსეთზე და მსოფლიოზე გავლენის გაძლიერების მიზნით. ეს ქვეყნებიც არიან პასუხისმგებლები უკრაინაში ათეულ ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილში.

ახლა კიდევ უფრო თვალნათელი ხდება ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის და სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოწოდებები, რომ არ გააკაროთ რუსები და ჩინელები ანაკლიასო.

უკრაინაში რუსეთის აგრესია ძირფესვიანად შეცლის სამომავლოდ საერთაშორისო წესრიგის შინაარსს", - წერს გოცორიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა