თეგებით ძიება

"შედეგი სასტიკი იქნება" - დემურ გიორხელიძე ქართველების მენტალურ მდგომარეობაზე

ეკონომისტი, დემურ გიორხელიძე ქართველების მენტალურ მდგომარეობას სოციალურ ქსელში აფასებს და საკუთარ პროგნოზს აკეთებს:

"ქართველის მენტალური მდგომარეობა თავად შეაფასეთ:
ფანტასტიკური კულტურის მქონე ხალხი,
რომელიც მყარად უარყოფს ამ კულტურასა და განათლებულობას,
საღი გონებაგახსნილი ახალგაზრდების ქვეყანა,
რომელთა დაკნინება და ყალბი დამპალი იდეოლოგიით მოწამვლა ინტენსიურად მიმდინარეობს,
საღამოს, საუკეთესო დროს, ტელევიზიებით
თურქულ (ან სხვა მარაზმულ) სერიალებს უყურებს,
ოხრავს, ვნებებში "იწვება" უსაშველო პრიმიტივიზმისაგან
და უგემოვნებისგან.
უკვე წლებია, ამ მარაზმს მას გონებაში ტენის და ძალით თხრის, თურმე, ე.წ. "ყველაზე რეიტინგული ტელევიზია"
თავისი მდარე გადაცემებითა და ცრუპენტელა
ინფორმაციული სამსახურით, უფრო უარესი და ყალბი ე.წ.
"პოლიტიკური ტოკ-შოუებით", რომელიც ძლივს ქაჩავს გონებასუსტი ადამიანების დონემდე. აშკარად, სწორედ ასეთებისთვის განკუთვნილი!
ამათზე ნაკლებრეიტინგუული მაგრამ არანაკლებ
მზაკვრული ტელევიზია სტეფან ბანდერას "გმირობებზე"
საუბრობს და "ავტორიტეტისთვის" სტუდიაში მწერალს
თუ პოლიტიკურ სერვის-მუშაკს იწვევს, საუბარი რომ
"დამაჯერებელი" იყოს.
მოკლედ, საღამოობით, ქართული ტელე-სივრცე
შიზოიდების, იდეოლოგიური ჩათლახებისა და
იმბეცილი "ორიენტირებულების" სათარეშო ხდება:
რა ხდება მსოფლიოში,
რა ხდება უკრაინაში,
რა ხდება საქართველოში,
სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ!
შექმნეს ვირტუალური რეალობა და იქ არიან გადაშვებულნი საჭყუმპალაოდ!
და შედეგი?!
შედეგი სასტიკი იქნება, - ნაღდად გამომაფხიზლებელი იმ
ქართველებისა, რომლებსაც ჯერ კიდევ რამედ უღირს ეს ქვეყანა, მისი წარსული, მისი კულტურა და ფასეულობათა სისტემა, რომელზეც ნებისმიერი ხარისხის საღი კონსტრუქციის სახელმწიფოს აგება შეიძლება და მისი განვითარების ორბიტაზე გაყვანა!
30 წელი ეს არ გვინდა - გვინდა საკუთარის ნგრევა და დამპალი იდეოლოგიის მსახურება! მალე თავად ნახავთ, თუ რა უქმად და ფუჭად ჩაიარა ამ 30-წლიანმა ყალბმა ხუნტრუცმა... და მაშინ მაინც მოვიდეს აზრზე მცირე რაოდებობა ადამიანებისა, რომლებიც საკუთარი სახელმწიფოს მომავალზე იფიქრებენ და ამისთვის შრომას არ დაიშურებენ!", - წერს გიორხელიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა