თეგებით ძიება

"განმაცვიფრებთ, თუ მეტყვით, რომ არახამია გამოატანეს მძევლად, როგორც ნაცკრიმინალი. მითხარით, არ დამზოგოთ" - ნიკა გვარამაი უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტზე

"მთავარი არხის" გენმდივანი, ნიკა გვარამაი უკრაინაში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს ეხმაურება და ინტერესდება, საქართველოს პარლამენტის სპიკერს რომელი უკრაინელი მაღალჩინოსანი შეხვდა.

"ხომ ვერ მეტყოდით, პაპუაშვილს ვინ შეხვდა? ზელენსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი კულება, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, საპატლამენტო უმრავლესობის ლიდერი არახამია ან გენპროკურორი?

ისე, უბრალოდ, მაინტერესებს, ორ ქვეყანას შორის დაპირისპირებას კი არ ვაღვივებ.
ps მთლად განმაცვიფრებთ, თუ მეტყვით, რომ არახამია გამოატანეს მძევლად, როგორც ნაცკრიმინალი. მითხარით, არ დამზოგოთ.
pps ისე, არახამიაა ზელენსკის მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი და ნდობით აღჭურვილი პირი. პარლამენტში, ფორმალურად, მასზე მაღალი თანამდებობის პირებიც არსებობენ. ფორმალურად. ისე, შეგახსენეთ, მაინც", - წერს გვარამია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა