თეგებით ძიება

"პუტინი დიქტატორია, რუსეთი კი სამყაროს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი კერაა, საკმაოდ მყარი მორალური პრინციპებით" - ნათია ჩხეტიანი

ადვოკატი, ნათია ჩხეტიანი არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, რუსეთის ისტორიულ-კულტურულ როლსა და მის მორალურ პრინციპებზე, სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებას აზიარებს:

"ძალიან მტკივა გული, როდესაც ირგვლივ შექმნილ მდგომარეობას ვაკვირდები და ვაანალიზებ, გიგანტი სახელმწიფოების მიმართულებას ყოველვე რუსულის მტრად და დამღუპველად აღიარებისკენ.

საერთოდ ვაანალიზებთ კი რას ვაკეთებთ?
სამყაროს რუსულ ნაწილთან ომში
ჩემს გონებაში მომენტალურად ამოტივტივდება სამი ქალბატონი, რომლებიც არამარტო პირადი ცხოვრებით, პროფესიულად დაკავშირებულნი არიან რუსულ ლიტერატურასა და კულტურასთან. თუ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ სამყაროს გააჩნია მორალური საყრდენი წერტილი, რატომღაც ჩემთვის მაშინვე ამ ქალბატონებთან ასოცირდება, როგორც სიმტკიცით, გაუტეხელობით, სამართლიანობით, ჭირთა რუსთაველისეული თმენით, უსაზღვრო ინტელექტუალური შესაძლებლობებით, უსაშველო ადამიანობით გამორჩეულებთან.
ქალბატონი ეთერი ნაცვლიშვილი, ქალბატონი მანანა ტყაბლაძე,
ქალბატონი დარეჯან ნემსაძე.

ჩემთვის სწორედ ეს ქალბატონები არიან სამყაროს მორალურ საყრდენ წერილთან ასოცირებულნი და თუ რუსული ყველაფერი მტერი და დამღუპველია, როგორ არიან ამდენად გამორჩეულნი, ადამიანურ განცდებსა თუ შესაძლებლობებზე მაღლა მდგომნი?

ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ განა ჩვენი მშობლები საბჭოეთის შვილები არ არიან? და ვინ უნდა დამარწმუნოს იმაში, რომ მორალურად ჩვენ უფრო მაღალ საფეხურზე ვდგავართ, ვიდრე ჩვენი მშობლების თაობა. ვერც კი მივალთ მათ სულიერ სიმტკიცემდე და გამძლეობამდე. მარტო განქორწინებების სტატისტიკა გასცემს ყველაფერს პასუხს.

ჩვენი მშობლების თაობაში და დღეს არსებული სტატისტიკა, რა მათ არ უჭირდათ? ყველაფერი იდეალურად ჰქონდათ? უპრობლემოდ ცხოვრობდნენ? თუ რით გავიმართლოთ თავი, მაინც ასე სჯობია ზედმეტი თავისუფლება არა?

სამწუხაროდ, არაფერიც არ ჯობია, ვინ ვისი დედინაცვალი და მამინაცვალია გარჩევა აღარ არის. აღარ იწერება ზღაპრევი დედინაცვლებზე და მამინაცვლებზე, რადგან ეს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.

თუ ძალიან გულწრფელები ვიქნებით, საკუთარ გულებში ჩავიხედავთ და დავსვამთ კითხვას, ეს ჯობია თუ ჩვენი მშობლების თაობის დროინდელი წესრიგი ჯობდა, იქვე იქნება გულწრფელი პასუხიც, ჯობია კი არა, დედა გვაქვს ნატირები და უფრო უარესისკენ მივდივართ.
ასე, რომ პუტინი დიქტატორია, რუსეთი კი სამყაროს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი კერაა, საკმაოდ მყარი მორალური პრინციპებით და ასე იქნება ყოველთვის, სულ ბოლომდე", - წერს ჩხეტიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა