თეგებით ძიება
18. 04. 2022 მსოფლიო

"პუტინთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს" - იტალიის პრემიერი

იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, რადგან ეს შედეგს არ მოიტანს.

"სატელეფონო საუბარში პუტინს ვუთხარი, რომ თუ როდის აპირებს უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრას. მე მან მითხრა, რომ ამის დრო ჯერ არ დამდგარა და ეს მათი გადასაწყვეტი საკითხია. მე დაჟინებით მოვთხოვე უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა. აზრი არ აქვს მასთან საუბარს.

მერე ბუჩას ტრაგედია გამახსენდა და მივხვდი, რომ მასთან საუბარი დროის კარგვაა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ომის საშინელება, როგორიც არის ბავშვების ხოცვა-ჟლეტა, ქალების გაუპატიურება და ასე შემდეგ, ამის სატელეფონო ზარებით მოგვარება, შეუძლებელია“, - აცხადებს მარიო დრაგი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა