თეგებით ძიება

"უკრაინის ხელისუფლების ომში დადანაშაულება თავის მხრივ არის დანაშაული" - რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის შეფასებით, უკრაინის ხელისუფლების ომში დადანაშაულება, დანაშაულია.

"წუხელ, “იმედზე”, “უცნობად” წოდებული გაჩეჩილაძე ომის თავიდან ვერაცილებაში კვლავ უკრაინის ხელისუფლებას ადანაშაულებდა. მინსკის ხელშეკრულების პირობები რომ შეესრულებინათ, არ დაიწყებდა რუსეთი ომსო. არა და რა იყო ამ ხელშეკრულებაში რთული შესასრულებელი, ვეტოს უფლება უნდა მიეცათ დონეცკის და ლუგანსკის ოლქებისათვის და კიდევ რაღაც წვრილმანებიო. იავლინსკის ვუსმინე ახლა, რუს პოლიტიკოსს და როგორ გახარებული ვარ, როგორ დაემთხვა ჩვენი აზრები ერთმანეთს, ისიც ზუსტად ამას ამბობსო.

მას შემდეგ, რაც ორიოდე დღით ადრე, პირდაპირ მტერი სახელმწიფო ეძახა ამ კარგად ნაცნობმა “უცნობმა” უკრაინას, ახლა ისევ ეთერში წამოასკუპეს, თანაც პაპუაშვილის შემდეგ, რომელიც უკრაინაში ვიზიტის ამბებს ყვებოდა. ფაქტობრივად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოთქმული უკრაინისადმი სოლიდარობის სიტყვები, ამან ერთი ხელის მოსმით გააცამტვერა. მიზანიც ეს იყო. ამისთვისაც ჰყავდად ბოლოში შემონახული.
“იმედი” არის ივანიშვილი, გახმოვანებული აგიტატორ მაგდასა და იმ მეორის მიერ, გვარს დღემდე რომ ვერ ვიხსენებ.
უკრაინის ხელისუფლების ომში დადანაშაულება თავის მხრივ არის დანაშაული.

საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში იყო სწორი, მიუხედავად იმისა, რომ ძალით იქნა იქ ჩაყვანილი. ივანიშვილის დამოკიდებულება კი სულაც არ ჩანს ამ ვიზიტში, მისი პოზიცია ღარიბაშვილის საქციელში ვლინდება, რომელსაც დღემდე ტელეფონზეც კი არ დაურეკავს მისი უკრაინელი კოლეგისათვის.
“იმედმა” კი პარლამენტის თავმჯდომარეს დასცინა, როცა “შემაჯამებლად” “გრეჩიხის” უფროსი ძმა დაუსვა", - წერს გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა