თეგებით ძიება

დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბენეფიციარების მშობლები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას აანონსებენ

დღეს, 2 ოქტომბერს 15 საათზე დიაბეტი ტიპი 1 მქონე ბენეფიციარები და მათი მშობლები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავენ.

მშობლების ძირითადი მოთხოვნებია:

მოიხსნას ასაკობრივი ბარიერი და სრულად მოხდეს გლუკოზის უწყვეტი მონიოტრინგით CGM System- ებით ბენეფიციარების უზრუნველყოფა;

მოხდეს ე.წ. „დიაბეტის პროგრამის“ გაგრძელება ბენეფიციარის 18 წლის შესრულების შემდგომაც.

ჯანდაცვის სამინისტროსთან დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებმა სისხლში გლუკოზის დონის დასადგენი სპეციალური სენსორული აპარატების შეძენის მოთხოვნით აქცია თებერვალში გამართეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა