თეგებით ძიება

" პუტინ, შეჩერდი, არ მოკლა! " - ნათია ჩხეტიანი

ადვოკატი, ნათია ჩხეტიანი უკრაინაში რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილ სასტიკ ქმედებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და პრეზიდენტ პუტინს, რომლის ბრძანებითაც რუსული ჯარი უკრაინაში შეიჭრა, შეჩერებისკან მოუწოდებს.

"რაღაც უნდა მოვიფიქროთ, ყველა სფეროს წარმომადგენლებმა, ადვოკატებმა, პედაგოგებმა, ექიმებმა, პროკურორებმა, გამომძიებლებმა ყველამ, რომ ეს ომი დასრულდეს.
პროტესტის ან თხოვნის ფორმა მაინც.
მსოფლიოს მოსახლეობამ, უნდა გავაჩეროთ დედამიწა, ისევე როგორც კორონავირუსმა გააჩერა. აქ სხვა ვერაგი გეგმაა, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება. უნდა ვაიძულოთ ამერიკა და რუსეთი შეთანხმებას მიაღწიონ, დიახ ამერიკა და რუსეთი, ისინი ერთმანეთს უკრაინის ტერიტორიაზე ეომებიან.
იმ პოლიტიკას რაც წამყვანმა სახელმწიფოებმა აირჩიეს, ყოველდღიურად ეწირება მშვიდობიანი მოსახლეობა.

არ მუშაობს პუტინის რეჟიმის დატუქსვის მექანიზმი, უარეს სისასტიკეებს ჩადის. ვთხოვოთ მაინც ეს ოხერი, დედამიწის ყოველმა სულიერმა ვთხოვოთ შეჩერდეს, თუ ამით ერთი ბავშვის სიცოცხლეს გადავარჩენთ, ერთ ადამიანს მაინც ვუშველით, განა სირცხვილია თხოვნა?
ყველა ენაზე, ქართულად, რუსულად, ინგლისურად, ფრანგულად, უკრაინულად, გერმანულად
პუტინ, ხუილო კი არახ პუტინ, შეჩერდი, არ მოკლა!
დღევანდელ პოზიციაში ყველანი დამნაშავეები ვართ, რადგან ქმედითს ვერაფერს ვაკეთებთ,
ომი კვლავ გრძელდება…", - წერს ჩხეტიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა