თეგებით ძიება

"მივიღე ორივე ფეხზე ტერფისა და ბარძაყის ძვლების მოტეხილობა, სასწაულებრივად გადავრჩი" - რას წერს გოგო, რომელსაც თბილისში ხე დაეცა?

12 აპრილს, ძლიერი ქარის გამო ვარკეთილში ხე 2 ადამიანს დაეცა. სამწუხაროდ დაშავებული ერთ-ერთი ქალბატონი გარდაიცვალა, მეორემ კი მძიმე დაზიანებები მიიღო.

დაზარალებული გოგო სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და დახმარებას ითხოვს.

"მოგესალმებით ძვირფასო თანაუბნელობო.

12 აპრილის ძლიერი ქარის დროს მოგლეჯილი ხე, დაგვეცა ორ შემთხვევით გამვლელს. ერთი ქალბატონი სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

მე კი სასწაულებრივად გადავრჩი.

მივიღე ორივე ფეხზე ტერფისა და ბარძაყის ძვლების მოტეხილობა.

თქვენთან მაქვს სათხოვარი, იქნებ ვინმეს მოგეპოვებოდეთ ეტლი, რომელიც ამ ეტაპზე არ გჭირდებათ და შეგიძლიათ 1-2 თვით რომ მათხოვოთ”, – წერს თამარ ქისიშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა