"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩის მიმდებარედ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ჯგუფები მაგისტრალური ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენით სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში ასრულებენ.
მიმდინარეობს მაგისტრალური მილის 5 მეტრი სიგრძის დაზიანებული მონაკვეთის დემონტაჟი და ახალი მილსადენით ჩანაცვლება, რის შემდეგაც განახლებული ქსელი ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთება.
დაზიანების სირთულიდან გამომდინარე, აღდგენითი სამუშაოები გახანგრძლივდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგება 3 ოქტომბერს 00:15 საათიდან სრულად აღუდგება:
სამგორის რაიონში: მე-8 ლეგიონისა და სამგორის დასახლებებს; კახეთის გზატკეცილისა და აეროდრომის დასახლების ნაწილს; ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონისა და ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონების ნაწილს; ონაშვილის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ერთიანობისთვის მებრძოლთა, ზაქარია მხარგრძელის, 17 შინდისელისა და იოზეფ მანდელშტამის ქუჩებს; ხომლელის, წულუკიძის, ზანდუკელის, შუამთისა და ჯავახეთის ქუჩების ნაწილს.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით gwp.ge.